Thursday, August 4, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
სვანეთის ბუნება და ღირსშესანშნაობები.
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:
ტურისტული მარშრუტის შედგენა და სვანეთის ბუნების,კულტურის და ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობა-დათვალიერება.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები მოიძიებენ ტურისტისტულ ობიექტებს საქართველოს ერთ-ერთ ულამაძეს კუთხეში სვანეთში,დაგეგმავენ იქ გამგზავრებას და მოახდენენ მისი ისტორიულ-გეოგრაფიული ბუნების,ღირსშესანიშნავი ადგილების აღწერას.
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია ის,რომ მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ მსურველს ამ კუთხის შესახებ.ასახავენ ფოტოზე,გამოაქვეყნებენ ინტერნეტში და გააცნობენ მსოფლიოს.მოიზიდავენ ტურისტებს და ადგილობრივებისათვის გაჩნდება მეტი სამუშაო ადგილი და ექნებათ დამატებითი შემოსავლის წყარო.
მონაწილეთა ასაკი:  16-17 წლის
ვადები/ხანგრძლივობა:  25 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, აზრთა ურთიერთგაზიარებისა და დაკვირვების უნარ-ჩვევა. შექმნიან ელექტრონული ჟურნალს,ფოტოალბომს,ვებ-ბლოგებს  შექმნილი მასალებისთვის,მოიზიდავენ ტურისტებს სვანეთში, ექნებათ მეტი ცოდნა და ინფორმაცია ამ კუთხის შესახებ.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
შესაბამისი ლიტერატურის ბიბლიოთეკებში და ინტერნეტში მოძიება,ფოტომასალის შეგროვება.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): 
მოსწავლეები დაასახელებენ რამოდენიმე თემის სათაურს და მასწავლებლთან ერთად შეარჩევენ ერთ კონკრეტულ თემას.პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ორი კლასის მოსწავლეები.ჯგუფი გაიყოფა ორ ნაწილად:თვითოეულ ჯგუფი აირჩევს ხელმძღვანელს ,რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავისი ჯგუფის საქმიანობის.
დაათვალიერებენ ამ კუთხის თვალისმომჭრელ სილამაზეს,ამწვანებულ მთებს შორის თეთრად მოელვარე მწვერვალებს,თვალუწვდენელ  მთებძე  აგებულ უძველეს კოშკებსა და ეკლესიებს,მუზეუმებს, რომლებიც უამრავი ისტორიული და ძვირფასი ნივთის საგანძურია.
პირველი ჯგუფის მოსწავლეები.ასახავენ ფოტოებზე,შეადგენენ რუკებს მისი გეოგრაფიული მდბარეობის მიხედვით,გეგმებს მარშრუტისა და ობიექტების მდებარეობის განსაზღვრისათვის.ააგებენ ცხრილებს,განსაზღვრავენ სასტუმროების ადგილმდებარეობას
.მეორე ჯგუფს დაევალება სვანეთის ეკლესია-მუზეუმების დათვალიერება და მისი ისტორიული საგანძურის მოკვლევა და და გამოქვეყნება.
ბოლოს მოხდება ბავშვებს შორის აზრის გაზიარება,მასალის  ურთიეგადაცვლა და ურთიერთთანამშრომლობა.
მოაწყობენ პრეზენტაციას ამ ექსკურსიის შესახებ,გააცნობენ მასწავლებელს თავიანთი საქმიანობის დეტალებს და მოხდება  შესაბამისი შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 ისტორია-გაეცნობიან ამ ადგილების ისტორიულ წარსულს,შეადგენენ რუკებს,ცხრილებს და აწარმოებენ წარმოდგეილი ინფორმაციის განმარტებას.
გეოგრაფია-განსაზღვრავენ ადგილის გეოგრაფიულ მდებარეობას,ისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების დასახელებას და მოგზაურობის მიზეზის და შედეგის დადგენას.
ხელოვნება-შექმნიან ჩანახატებს,შეადგენენ ალბომებს,გაეცნობიან ხელოვნების სხვადასხვა დარგებს,გამოიკვლევენ მმიშვნელოვანი ობიექტების არქიტექტურას,წარმოშობას და ასაკს.
საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,გაცვლა,ისტ-ის საშუალებების მოხმარების  დემონსტრირება ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების შესახებ.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ირინა ჩარქსელიანი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:charqseliani@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:irinacharqseliani.blogger.com

No comments:

Post a Comment